ისტორიული ფოტო ციცქნა თანამგზავრმა Longjiang 2-მა გადაიღო, რომელიც ჩინეთმა მთვარის ორბიტაზე გასული წლის მაისში გაიყვანა. იგი პატარა თანამგზავრია, იწონის სულ რაღაც 45 კილოგრამს და ზომით 50-50-40 სანტიმეტრია.
მოცემული ფოტო პირველია კაცობრიობის ისტორიაში, რომელზეც ერთადაა აღბეჭდილი მთვარის „ბნელი მხარე“ და დედამიწა. გარკვეულწილად იგი წააგავს 1968 წელს, მისია Apollo 8-ის ასტრონავტ უილიამ სანდერსის მიერ გადაღებულ სახელგანთქმულ ფოტოს „დედამიწის ამოსვლა“.
მთვარის ზედაპირზე Yutu 2-მა უკვე გაარკვია, რომ მთვარის „ბნელი მხარის“ ქანები ჩვენკენ მოქცეული ნაწილის ქანებისგან განსხვავდება. ასევე დადგინდა, რომ მთვარის ამ ნაწილზე ტემპერატურა მოსალოდნელზე დაბალია.