weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩინეთმა მთვარის ბნელ მხარეს ხომალდი დასვა

15:12 პარასკევი, 04 იანვარი 2019

კაცობრიობის მიერ კოსმოსის კვლევის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე დადგა - ჩინური ხომალდი Chang’e-4 წარმატებით დაეშვა მთვარის ე.წ. ბნელ მხარეს, ანუ დედამიწის თანამგზავრის იმ ნაწილში, სადაც ადამიანს აქამდე არასოდეს მიუღწევია.

ჩინურმა ხომალდმა უკვე გადაიღო და დედამიწაზე გამოგზავნა პირველი ფოტო:

Chang’e-4 დედამიწასთან კავშირს დაამყარებს ხომალდ Queqiao-ს მეშვეობით, რომელიც უკვე მოძრაობს მთვარის ორბიტაზე. ხომალდი დედამიწაზე გამოაგზავნის მართლაც ფასდაუდებელ მონაცემებს და შეისწავლის სამხრეთ პოლუსის აუზის ზედაპირის გეოლოგიურ შემადგენლობას.

გამომდინარე იქიდან, რომ მთვარე დედამიწის მიერ გრავიტაციულად არის ჩაკეტილი, ანუ თავისი ღერძის გარშემო იმავე სიჩქარით ბრუნავს, რითაც დედამიწა, მთვარის ერთი მხარე მუდამ ჩვენკენ არის მომართული, მეორე ე.წ. ბნელი მხარე კი - პირიქით, მუდამ უხილავია.

 

მსგავსი სტატიები:

იაპონია მთვარეზე ადამიანს გაგზავნის

აშშ და რუსეთი მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის შექმნაზე შეთანხმდნენ

Nokia და Vodafone მთვარეზე მეოთხე თაობის ინტერნეტს განათავსებენ

რუსეთი მთვარეზე ბაზის აშენებას 2020 წლიდან გეგმავს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]