weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ჩინურმა თანამგზავრმა დედამიწა და მთვარის „ბნელი მხარე“ ერთად გადაიღო

11:27 შაბათი, 09 თებერვალი 2019

როგორც იცით, ჩინეთის ისტორიული მისია მცირე ხნის წინ მთვარის ე.წ. ბნელ მხარეს დაეშვა. ამჟამად ჩინეთი მთვარის ამ უცხო რეგიონს მავალ Yutu 2-ით უპრეცედენტო დეტალებში იკვლევს. მთვარის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები კი დედამიწაზე აგზავნიან ამ რთულად მისადგომი და იდუმალი რეგიონის მომაჯადოებელ ფოტოებს.

ისტორიული ფოტო ციცქნა თანამგზავრმა Longjiang 2-მა გადაიღო, რომელიც ჩინეთმა მთვარის ორბიტაზე გასული წლის მაისში გაიყვანა. იგი პატარა თანამგზავრია, იწონის სულ რაღაც 45 კილოგრამს და ზომით 50-50-40 სანტიმეტრია.

მოცემული ფოტო პირველია კაცობრიობის ისტორიაში, რომელზეც ერთადაა აღბეჭდილი მთვარის „ბნელი მხარე“ და დედამიწა. გარკვეულწილად იგი წააგავს 1968 წელს, მისია Apollo 8-ის ასტრონავტ უილიამ სანდერსის მიერ გადაღებულ სახელგანთქმულ ფოტოს „დედამიწის ამოსვლა“.

მთვარის ზედაპირზე Yutu 2-მა უკვე გაარკვია, რომ მთვარის „ბნელი მხარის“ ქანები ჩვენკენ მოქცეული ნაწილის ქანებისგან განსხვავდება. ასევე დადგინდა, რომ მთვარის ამ ნაწილზე ტემპერატურა მოსალოდნელზე დაბალია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]