weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„უცხოს“ კინოსამყარო შესაძლოა ორი ახალი სერიალით გაფართოვდეს

12:24 შაბათი, 16 თებერვალი 2019

სამეცნიერო-ფანტასტიკურ შედევრად აღიარებული „უცხოს“ (Alien) რამდენიმე ფილმისგან შემდგარი კინოსამყარო სერიალით გაიზრდება. ინფორმაცია გასულ წელს გავრცელდა, ახლა კი საუბარია ერთდროულად ორ ახალ სერიალზე, რომელთაგან ერთ-ერთზე თავად ორიგინალი ფილმის რეჟისორი რიდლი სკოტი იმუშავებს.

უცხოპლანეტელ ქსენომორფების ახალი ტელეისტორიები მაღალრეიტინგულ სტრიმინგ-სერვის Hulu-ზე გამოვა. რაც შეეხება რიდლი სკოტს, ოსკარის ოთხგზის ნომინანტი ვეტერანი კინოხელოვანი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდება. იგი ამჟამად სხვა, ასევე სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალზე მუშაობს.

სერიალების შესახებ სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ინსაიდერების მტკიცებით, პროექტები რამდენიმე სეზონიანი იქნება და მასში სიუჟეტის მოქმედება სხვადასხვა დროში განვითარდება - უძველესი ხანიდან, შორეულ მომავლამდე.

რაც შეეხება „პრომეთესა“ და „უცხოს“ ერთობლივ კინოსერიებს, რომლის ბოლო ნაწილი (Alien: Covenant) 2017 წელს გამოვიდა, სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, რიდლი სკოტი კიდევ ერთ სიკველს გეგმავს, „უცხოს“ მეორე ნაწილის რეჟისორ ჯეიმს კამერონს კი ნილ ბლომკამპის მიერ შეთავაზებული და დაიგნორებული ვერსიის გაცოცხლება სურს. როგორც ცნობილია, ბლომკამპს მიმდინარე ფრანშიზისგან განყენებული საკუთარი ფილმის გადაღება სურდა, რაზეც მწარმოებელი კინოსტუდიებისგან უარი მიიღო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]