უცხოპლანეტელ ქსენომორფების ახალი ტელეისტორიები მაღალრეიტინგულ სტრიმინგ-სერვის Hulu-ზე გამოვა. რაც შეეხება რიდლი სკოტს, ოსკარის ოთხგზის ნომინანტი ვეტერანი კინოხელოვანი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდება. იგი ამჟამად სხვა, ასევე სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალზე მუშაობს.
სერიალების შესახებ სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ინსაიდერების მტკიცებით, პროექტები რამდენიმე სეზონიანი იქნება და მასში სიუჟეტის მოქმედება სხვადასხვა დროში განვითარდება - უძველესი ხანიდან, შორეულ მომავლამდე.
რაც შეეხება „პრომეთესა“ და „უცხოს“ ერთობლივ კინოსერიებს, რომლის ბოლო ნაწილი (Alien: Covenant) 2017 წელს გამოვიდა, სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, რიდლი სკოტი კიდევ ერთ სიკველს გეგმავს, „უცხოს“ მეორე ნაწილის რეჟისორ ჯეიმს კამერონს კი ნილ ბლომკამპის მიერ შეთავაზებული და დაიგნორებული ვერსიის გაცოცხლება სურს. როგორც ცნობილია, ბლომკამპს მიმდინარე ფრანშიზისგან განყენებული საკუთარი ფილმის გადაღება სურდა, რაზეც მწარმოებელი კინოსტუდიებისგან უარი მიიღო.