„ეს ჩვენი საზოგადოების დიდი პრობლემაა - მოიძიო და გაკიცხო ვინმე კარგი იმისათვის, რომ იგი არაა იდეალური და ხანდახან იქამდეც მიდის საქმე, რომ ოსკარების დაჯილდოებას წამყვანი აღარ ყავს“, - სარკასტულად განაცხადა ბილ მარმა თავის შოუში, რითაც კევინ ჰარტის ირგვლივ არსებული სკანდალი იგულისხმა, რის გამოც წლევანდელ საოსკარე ცერემონია წამყვანის გარეშე ჩაივლის.
„მაგალითისთვის, „ბოჰემური რაფსოდია“ არადამაკმაყოფილებლად და არასაკმარისად გეი-ფილმად მიიჩნიეს. მართლა ასეა, ფილმი უკიდურესი გეისთვის უგრძნობი გამოდგა. არადა წინა წლებში იყო მოთხოვნილება, რომ გეი პერსონაჟების სექსუალობა ფილმებში ნაკლები დოზით ყოფილიყო, ახლა კი ეს თემა უკანა პლანზეა და პირდაპირ ითხოვენ: „რატომ არაა ფილმში ორალური სექსი?!“ შემდეგ მოდის „რომა“, სადაც ისეთი ავთენტური და ნაღდი მექსიკელი დამლაგებელია ნაჩვენები, რომ არნოლდ შვარცენეგერი ეცდებოდა, დაეორსულებინა. რაც შეეხება „მწვანე წიგნს“, რომელიც რასობრივ პოლიტიკურ საკითხებზეა, ეს ფილმი გადაიღეს ლიბერალებმა, ლიბერალებისთვის, ლიბერალური ფასეულობების აფეთქებისთვის. „ვარსკვლავის დაბადებისგან“ კი ის ვისწავლე, რომ სცენაზე ხაკისფერი არ უნდა ჩაიცვა, როდესაც მაგრად გეფსია“, - დამცინავად განმარტა 63 წლის კომიკოსმა ტელეწამყვანმა.
ბილ მარი ტელეარხ HBO-ზე 2003 წლიდან უძღვება ხსენებულ კომედიურ შოუს, მანამდე კი 1993-2002 წლებში Comedy Central-სა და ABC-ზე მიყავდა მსგავსი ფორმატის გადაცემა Politically Incorrect.