ჯერ-ჯერობით უცნობია დეტალები, თუ რა პერსონაჟს ითამაშებს ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც ოსკარი ახლახანს გამართულ ოსკარების დაჯილდოებაზე მიიღო. არაოფიციალური ინფორმაციით, რამი მალექის გმირი შესაძლოა, ბრმა იყოს.
ჯეიმს ბონდის შესახებ რიგით 25-ე ფილმი, რომელსაც კერი ჯოჯი ფუკუნაგა გადაიღებს, 2020 წლის 8 აპრილს გამოვა. მასში ბრიტანული დაზვერვის პოპულარულ სპეცაგენტს კვლავ დენიელ კრეიგი შეასრულებს. ბონდიანის ახალ სერიაში ასევე დაბრუნდებიან მსახიობები წინა ფილმებიდან: ნაომი ჰარისი, ლეა სეიდუ, რეიფ ფაინსი, ბენ უიშოუ და რორი კინერი.