weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სპილბერგი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ

15:35 სამშაბათი, 05 მარტი 2019

გასულ წელს სტივენ სპილბერგმა საჯაროდ განაცხადა, რომ „ნეტფლიქსის“, „ამაზონისა“ და სხვა სტრიმინგ სერვისების ფილმები ოსკარებში არ უნდა მონაწილეობდეს, რადგან ტელევიზიისთვის გადაღებული ფილმები მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ფილმებად უნდა მოიხსენიებოდნენ და შესაბამისად, სატელევიზიო ჯილდო ემისთვის უნდა იბრძოდნენ.

საკითხი ახლახანს „რომას“ სამი ოსკარის მოპოვებით კვლავ გახდა აქტუალური. მოგეხსენებათ, ალფონსო კუარონის აღიარებული მექსიკური შავ-თეთრი დრამა სწორედ „ნეტფლიქსისაა“.

სამი ოსკარის მფლობელი სპილბერგი კინოაკადემიის უახლოეს შეხვედრაზე წამოაყენებს იდეას, რომლის მიხედვითაც სტრიმინგ სერვისებს საოსკარე სეზონში მონაწილეობა აეკრძალებათ, თუ ისინი თავიანთ წესებს არ შეცვლიან, წესების შეცვლაში კი მათი პროდუქციის კინოთეატრებში გაშვება იგულისხმება.

სტივენ სპილბერგის აღნიშნული ასევე პირდაპირ ეხება მისივე მეგობარ მარტინ სკორსეზეს, რომელიც თავის ახალ ფილმს, კრიმინალურ ბიოგრაფია „ირლანდიელს“ ასევე „ნეტფლიქსისთვის“ იღებს, თუმცა როგორც ცნობილია, სკორსეზე კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ფილმი კინოთეატრებშიც გავიდეს.

თავის მხრივ „ნეტფლიქსმა“ საკითხის ირგვლივ არსებულ ცხარე დისკუსიას პასუხი ირიბად გასცა. კომპანიამ „ტვიტერზე“ მოკლე განცხადება გააკეთა, რომლის შინაარსიც ასე ჟღერდა:

„ჩვენ გვიყვარს კინო. გთავაზობთ იმას, რაც ასევე გვიყვარს:

  • ხელმისაწვდომობა იმ ხალხთან, რომელთაც ყოველთვის არ აქვთ შესაძლებლობა კინოთეატრში წასვლის ან ცხოვრობენ ისეთ ქალაქებში, სადაც კინოთეატრები არ არის.
  • მივცეთ ნება ყველას ყველგან, ერთდროულად ნახონ ახალი ნაწარმი.
  • მივცეთ რეჟისორებს სხვა გზებიც თავიანთი ხელოვნების გასავრცელებლად.

ეს ყველაფერი კი ურთიერთგამომრიცხავი არაა.“

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]