weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოსკარებზე წლის საუკეთესო ფილმისთვის „მწვანე წიგნი“ დაჯილდოვდა

09:12 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონია „მწვანე წიგნის“ გამარჯვებით დასრულდა. 60-იან წლებში მომხდარ ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულმა ფილმმა სულ სამი ოსკარი აიღო. ამდენივე ჯილდო ერგოთ ფილმებს - „რომა“ და „შავი ავაზა“, რაოდენობით ყველაზე მეტი, 4 ოსკარი კი ფრედი მერკურიზე შექმნილმა ბიოგრაფიულმა დრამა „ბოჰემურმა რაფსოდიამ“ მოიპოვა.

კომედიებით ცნობილ რეჟისორ პიტერ ფარელის ბიოგრაფიული სურათი „მწვანე წიგნი“, რომელშიც აფრო-ამერიკელ ჯაზის პიანისტ დონ შირლისა და მისი იტალო-ამერიკელი მძღოლის, ფრენკ ვალელონგას რეალური ისტორია იყო ნაჩვენები, საუკეთესო ფილმის გარდა ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო ორიგინალი სცენარისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიებში.

რაც შეეხება „ბოჰემურ რაფსოდიას“, იგი მამაკაცის მთავარ როლში, მონტაჟში, ხმის მონტაჟსა და ხმის ეფექტებში დააფასეს.

მექსიკურმა შავ-თეთრმა ფილმმა „რომამ“ საუკეთესო უცხოური ფილმის წოდებასთან ერთად წლის რეჟისორისა და საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის განკუთვნილი ოსკარებიც აიღო - სამივე ჯილდო ფილმის სცენარისტმა, რეჟისორმა, ოპერატორმა და მემონტაჟე ალფონსო კუარონმა მოიპოვა.

კომპანია „მარველის“ კომიქსების კინოჰიტი „შავი ავაზა“ კი კოსტიუმების დიზაინისთვის, მხატვრული გაფორმება-დეკორაციებისთვისა და საუკეთესო მუსიკისთვის გამოარჩიეს.

2018 წლის ფილმებისთვის ოსკარების რიგით 91-ე დაჯილდოების გამარჯვებულ სრულმეტრაჟიან ფილმთა სია ასეთია:

საუკეთესო ფილმი - Green Book

საუკეთესო რეჟისორი - ალფონსო კუარონი (Roma)

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი - რამი მალექი (Bohemian Rhapsody)

საუკეთესო ქალი მსახიობი - ოლივია კოლმანი (The Favourite)

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში - მაჰერშალა ალი (Green Book)

საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში - რეჯინა კინგი (If Beale Street Could Talk)

საუკეთესო ორიგინალი სცენარი - ნიკ ვალელონგა, ბრაიან კარი & პიტერ ფარელი (Green Book)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ჩარლი ვახტელი, დევიდ რაბინოვიცი, კევინ უილმოტი & სპაიკ ლი (BlacKkKlansman)

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის - ლუდვიგ გიორანსონი (Black Panther)

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის - ლედი გაგა, მარკ რონსონი, ენტონი როსომანდო & ენდრიუ ვაიატი - "Shallow" (A Star Is Born)

საუკეთესო მთავარი ოპერატორი - ალფონსო კუარონი (Roma)

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი - რუთ კარტერი (Black Panther)

საუკეთესო მონტაჟი - ჯონ ოტმანი (Bohemian Rhapsody)

საუკეთესო ხმის მონტაჟი - Bohemian Rhapsody

საუკეთესო ხმის ეფექტები - Bohemian Rhapsody

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - First Man

საუკეთესო მხატვრული გაფორმება - Black Panther

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა - Vice

საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Spider-Verse: Into the Spider-Verse

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Free Solo 

საუკეთესო უცხოური ფილმი - Roma (მექსიკა)

 

მსგავსი სტატიები:

2018 წლის გოთემის კინოდაჯილდოების გამარჯვებულები

„ევროპული ოსკარების“ ტრიუმფატორი პაველ პავლიკოვსკის „ცივი ომი“ გახდა

ცნობილია 2018 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებულები

კრიტიკოსთა დაჯილდოების გამარჯვებული ალფონსო კუარონის „რომა“ გახდა

პროდიუსერთა გილდიამ წლის საუკეთესო ფილმად „მწვანე წიგნი“ აღიარა

ცნობილია მსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელები

რეჟისორთა გილდიამ ალფონსო კუარონის „რომა“ დააჯილდოვა

BAFTA 2019: ცნობილია „ბრიტანული ოსკარების“ გამარჯვებულთა ვინაობა

დონალდ ტრამპი დამცინავი კინოდაჯილდოება „ოქროს ჟოლოს“ გამარჯვებული გახდა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]