კაილი ჯენერი მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა მან უკვე არაერთხელ მოახერხა ყველაზე გავლენიანი ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალის ყურადღების მიპყრობა. გასულ წელს იგი, პოპულარულმა ჟურნალმა Time, ყველაზე გავლენიან ინტერნეტვარსკვლავად დაასახელა.
„ფორბსის“ მიხედვით, კაილი ჯენერი საკუთარი ხელით ნაშენები ბიზნესის, კერძოდ - სახელობითი კოსმეტიკური კომპანიიდან (Kylie Cosmetics) მიღებული მილიონების წყალობით გახდა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი.