weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Charlie Says: ბიოგრაფიული დრამა ჩარლზ მენსონის სექტაზე

11:08 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

ცნობილი ამერიკელი კრიმინალის, ჩარლზ მენსონისა და მისი კომუნა „ოჯახის“ წევრებზე ახალი ბიოგრაფიული ფილმის ტრეილერი ახლახანს გავრცელდა. რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული დრამა სათაურით „ჩარლი ამბობს“, საკულტო ფილმ „ამერიკელი ფსიქოპათის“ რეჟისორმა მერი ჰარონმა გადაიღო.

ჩარლზ მენსონი: კრიმინალის ისტორია ფოტოებში

ფილმის სცენარი ორ წიგნზეა დაფუძნებული. ერთი მათგანის ავტორი კარლენ ფეითია, რომელის სტუდენტობისას იცნობდა მენსონის კულტის მიმდევარ ცნობილ კრიმინალებს, ე.წ. მენსონის გოგონებს - ლესლი ვან ჰაუტენს, სიუზენ ატკინსსა და პატრისია კრენვინკელს.

ბიოპიკში, რომელიც ეკრანებზე 17 მაისიდან გამოვა, ჩარლზ მენსონის როლს ბრიტანელი მსახიობი მეტ სმიტი ასრულებს, სიუჟეტის მთავარი გმირები კი სწორედ „მენსონის გოგონები“ არიან.

„ჩარლი ამბობს“ მერი ჰარონისთვის მესამე ბიოგრაფიული ნამუშევარია, აქამდე ქალ რეჟისორს გადაღებული აქვს „მე ვესროლე უორჰოლს“ (1996) და „სახელგანთქმული ბეტი პეიჯი“ (2005).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]