weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„მზის გოგონები“: საქართველოში გადაღებული ფილმი ქურთ მეომარ ქალებზე

14:36 ორშაბათი, 25 მარტი 2019

გასული წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის მონაწილე ფრანგული ფილმი „მზის გოგონები“ საქართველოშია გადაღებული. ფილმი პროგრამა Film In Georgia-ს მხარდაჭერით შეიქმნა, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივად ახორციელებენ.

რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი საქართველოში, 37 დღეში გადაიღეს. გადასაღები მოედნების ძირითადი ლოკაციები ახალციხე და რუსთავი იყო.

ფილმის რეჟისორი ევა უსონი გახლავთ, მთავარ როლს კი ირანელი ვარსკვლავი გოლშიფტე ფარაჰანი ასრულებს. „მზის გოგონებში“ ასევე მონაწილეობს ფრანგი მსახიობი ემანუელ ბერკო, რომლის პერსონაჟი ცნობილი ამერიკელი სამხედრო ჟურნალისტის, ფოტოგრაფისა და რეპორტიორის, მერი კოლვინის პროტოტიპი გახლავთ.

სურათი ერაყში მომხდარ მოვლენებზეა - სინჯარის ჟლეტის, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ტყვედ აყვანილ და შემდგომში სექს-მუშაკებად იძულებით ქცეულ იეზიდ ქალებსა და მათ ჩამოყალიბებულ სამხედრო დანაყოფზე. 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]