weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კანის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსე პროგრამა ცნობილია

14:56 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018

კანის რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური საკონკურსე პროგრამა ცნობილია. ფესტივალზე, რომელიც საფრანგეთის რივიერის ქალაქში მიმდინარე წლის 9-198 მაისს ჩატარდება, კინოჯილდოებისთვის ასღარ ფარჰადის, ნური ბილგე ჯეილანის, მატეო გარონეს, ჟან-ლიუკ გოდარის, სპაიკ ლის, პაველ პავლიკოვსკისა და სხვა რეჟისორთა უახლესი ფილმები იბრძოლებენ.

კანის 2018 წლის ოფიციალურ საკონკურსე პროგრამაში შემდეგი სრულმეტრაჟიანი ფილმებია:

3 Faces / سه چهره (ირანი) - რეჟ. ჯაფარ პანაჰი

Asako I & II / 寝ても覚めても (იაპონია) - რეჟ. რიოსუკე ჰამაგუჩი

Ash Is Purest White / 江湖儿女 (ჩინეთი) - რეჟ. ძია ჯანკე

At War / En guerre (საფრანგეთი) - რეჟ. სტეფან ბრიზე

Ayka / Айка (ყაზახეთი) - რეჟ. სერგეი დვორცევოი

BlacKkKlansman (აშშ) - რეჟ. სპაიკ ლი

Burning / 버닝 (სამხრეთ კორეა) - რეჟ. ჩან-დუნ ლი

Capernaum / كفرناحوم (ლიბანი) - რეჟ. ნადინ ლაბაკი

Cold War / Zimna wojna (პოლონეთი) - რეჟ. პაველ პავლიკოვსკი

Dogman (იტალია) - რეჟ. მატეო გარონე

Everybody Knows / Todos lo saben (ესპანეთი) - რეჟ. ასღარ ფარჰადი

Girls of the Sun / Les filles du soleil (საფრანგეთი) - რეჟ. ევა უსონი

Happy as Lazzaro / Lazzaro felice (იტალია) - რეჟ. ალიჩე რორვახერი

Knife + Heart / Un Couteau Dans Le Cœur (საფრანგეთი) - რეჟ. იან გონსალესი

Shoplifters / 万引き家族 (იაპონია) - რეჟ. ჰიროკაზუ კორე-ედა

Sorry Angel / Plaire, aimer et courir vite (საფრანგეთი) - რეჟ. ქრისტოფ ონორე

Summer / Лето (რუსეთი) - რეჟ. კირილ სერებრენიკოვი

The Image Book / Le livre d'image (საფრანგეთი, შვეიცარია) - რეჟ. ჟან-ლიუკ გოდარი

The Wild Pear Tree / Ahlat Ağacı (თურქეთი) - რეჟ. ნური ბილგე ჯეილანი

Under the Silver Lake (აშშ) - რეჟ. დევიდ რობერტ მიჩელი

Yomeddine / يوم الدين (ეგვიპტე) - რეჟ. აბუ ბაქრ შავქი

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებს ფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტი ორი ოსკარის მფლობელი ავსტრალიელი კინოვარსკვლავი კეიტ ბლანშეტია.

კინოფესტივალს ასღარ ფარჰადის ესპანურენოვანი დრამა გახსნის. კონკურსგარეშე ნაჩვენები იქნება ფილმები: The House That Jack Built (რეჟ. ლარს ფონ ტრიერი), The Man Who Killed Don Quixote (რეჟ. ტერი გილიამი), Le grand bain (რეჟ. ჟილ ლელუში) და Solo: A Star Wars Story (რეჟ. რონ ჰოვარდი).

კანის 71-ე კინოფესტივალის ოფიციალურ პოსტერზე გამოსახულია ჟან-პოლ ბელმონდოსა და ანა კარინას კადრი კადრი ჟან-ლიუკ გოდარის ფილმიდან „გიჟი პიერო“ (Pierrot le Fou).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]