სამშაბათს მომხდარის შესახებ ბრაკონიერის მხლებლებმა მის ოჯახს უთხრეს, ოჯახმა კი ინფორმაცია პარკის რეინჯერებს გადასცა.
პარასკევს კრუგერის ნაკრძალის რეინჯერებმა ადგილზე მხოლოდ თავისქალა და დახეული ტანსაცმელი იპოვეს.
აღსანიშნავია, რომ კრუგერის ეროვნულ პარკში, სადაც ხშირია უკანონო ნადირობა, ლომებმა ბრაკონიერი გასულ წელსაც შეჭამეს.