ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსი მცირე ხნის წინ კინოდან აღებული პაუზის შემდეგ ახალი ფილმისთვის ემზადება. ოსკაროსანი მსახიობი კინოსტუდია A24-ის პროექტზე თეატრის აღიარებულ ახალგაზრდა რეჟისორთან, ლილა ნოიგებაუერთან ერთად იმუშავებს და ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიც იქნება.
ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმის სცენარის ავტორი დებიუტანტი ელიზაბეტ სანდერსია, წარმოებით კი ასევე დაკავდებიან ჰოლივუდის გავლენიანი ოსკაროსანი პროდიუსერი სკოტ რუდინი და ოსკარის ნომინანტი ელაი ბუში.
სიუჟეტის დეტალები ამ დრომდე უცნობია. ფილმის გადაღებები ზაფხულში, ნიუ ორლეანში დაიწყება.