„კანის ფესტივალის პრეზიდენტი პიერ ლესკური და მე მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ალენ დელონი ფესტივალზე დაჯილდოვდება“, - განაცხადა ფესტივალის მხატვრულმა რეჟისორმა ტიერი ფრემომ.
ალენ დელონის კარიერა 80-ზე მეტ ფილმს ითვლის, მას ისეთ ლეგენდარულ რეჟისორებთან უმუშავია, როგორებიც არიან: ლუკინო ვისკონტი, მიკელანჯელი ანტონიონი, ჟან-ლიუკ გოდარი, ჟან-პიერ მელვილი, ლუი მალი და სხვა.
კანის რიგით 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ჟიურის პრეზიდენტი ორი ოსკარის მფლობელი მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ გახლავთ, 14-25 მაისს გაიმართება. პლანეტის უპრესტიჟულეს კინოფორუმს ჯიმ ჯარმუშის ჰორორ-კომედია გახსნის.