weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

პირველად ისტორიაში კანის ფესტივალზე ფერადკანიანი ქალი რეჟისორი წარადგინეს

17:40 პარასკევი, 19 აპრილი 2019

აფრიკული ფესვების მქონე ახალგაზრდა ფრანგი რეჟისორი მატი დიოპი, პირველი ფერადკანიანი ქალი რეჟისორია, რომლის ფილმიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში მონაწილეობს.

მატი დიოპი, რომელიც 1981 წელს პარიზში დაიბადა, ცნობილი სენეგალელი კინოხელოვანის, ჯიბრილ დიოპის შვილიშვილი და ცნობილი ჯაზ-მუსიკოსის, ვასის დიოპის შვილია. წლევანდელი „ოქროს პალმის რტოსთვის“ ბრძოლაში იგი ჩართულია სენეგალ-საფრანგეთის ერთობლივი ფილმით - Atlantique.

კანის წლევანდელ კინოფესტივალზე სხვა აფრიკული წარმოშობის რეჟისორიც მონაწილეობს - მალელი ლაჯ ლი, ფილმისთვის - Les Misérables.

 

ამ თემაზე:

კანის კინოფესტივალის საკონკურსე პროგრამა ცნობილია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]