კანის 2019 წლის ოფიციალური საკონკურსე პროგრამა ჯერ-ჯერობით არასრულია და მას შესაძლოა, კიდევ დაემატოს რამდენიმე ფილმი, ამ დროისთვის კი ფესტივალში შემდეგი სრულმეტრაჟიანი ფილმები მონაწილეობს:
A Hidden Life (აშშ, გერმანია) - რეჟ: ტერენს მალიქი
Atlantics / Atlantique (საფრანგეთი) - რეჟ: მატი დიოპი
Bacurau (ბრაზილია) - რეჟ: კლებერ მენდონსა ფილიო & ჟულიანო დორნელესი
Frankie (საფრანგეთი, აშშ) - რეჟ: ირა საქსი
It Must Be Heaven (საფრანგეთი, კანადა) - რეჟ: ელია სულეიმანი
Les Misérables (საფრანგეთი) - რეჟ: ლაჯ ლი
Little Joe (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია) - რეჟ: ჯესიკა ჰაუსნერი
Matthias & Maxime (კანადა) - რეჟ: ქსავიე დოლანი
Oh Mercy! / Roubaix, une lumière (საფრანგეთი) - რეჟ: არნო დეპლეშენი
Pain and Glory / Dolor y Gloria (ესპანეთი) - რეჟ: პედრო ალმოდოვარი
Parasite / 기생충 (სამხრეთ კორეა) - რეჟ ჯუნ-ჰო პონი
Portrait of a Lady on Fire / Portrait de la jeune fille en feu (საფრანგეთი) - რეჟ: სელინ შიამა
Sibyl (საფრანგეთი) - რეჟ: ჟიუსტინ ტრიე
Sorry We Missed You (დიდი ბრიტანეთი) - რეჟ: კენ ლოუჩი
The Dead Don't Die (აშშ) - რეჟ: ჯიმ ჯარმუში
The Traitor / Il traditore (იტალია) - რეჟ: მარკო ბელოკიო
The Whistlers / Gomera (რუმინეთი, საფრანგეთი, გერმანია) - რეჟ: კორნელიუ პორუმბოიუ
The Wild Goose Lake / 南方车站的聚会 (ჩინეთი) - რეჟ: ინან დიაო
The Young Ahmed / Le Jeune Ahmed (ბელგია) - ჟან-პიერ და ლიუკ დარდენები
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებს ფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტი ორი ოსკარის მფლობელი მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუა.
კინოფესტივალს ჯიმ ჯარმუშის ზომბი-კომედია გახსნის, კონკურსგარეშე კი ნაჩვენები იქნება ფილმები: Rocketman (რეჟ. დექსტერ ფლეჩერი), სერიალი Too Old to Die Young (რეჟ. ნიკოლას ვინდინგ რეფნი), Diego Maradona (რეჟ. ასიფ კაპადია), La Belle Époque (რეჟ. ნიკოლა ბედოსი), Les Plus belles annees d'une vie (რეჟ. კლოდ ლელუში).
კანის 72-ე კინოფესტივალის ოფიციალურ პოსტერზე გამოსახულია ახლახანს გარდაცვლილი რეჟისორი ანიეს ვარდა „პუენტ-კურტის“ (1955) გადასაღებ მოედანზე.
ამ თემაზე: