weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„თორს“ მეოთხე ნაწილიც ექნება

12:20 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

როგორც ირკვევა, ქრის ჰემსუორთი „მარველის“ კინოსამყაროში რჩება და „შურისმაძიებლების“ ბოლო ნაწილის შემდეგ კომიქსის სუპერგმირ თორს კიდევ ერთხელ განასახიერებს.

„თორის“ მეოთხე სერიის შესახებ ინფორმაცია LA Times-თან ინტერვიუში მსახიობმა ტესა თომპსონმა გაავრცელა, რომელიც ფილმში „თორი: რაგნაროკი“ ვალკირიას როლს ასრულებს. მისი თქმით, პროდიუსერები მეოთხე ფილმზე მუშაობის დასაწყებად ემზადებიან, რეჟისორად კი კვლავ ტაიკა ვაიტიტი განიხილება.

ცნობისთვის, ტესა თომპსონის ხსენებული პერსონაჟი ტიტან თანოსს გადაურჩა, შესაბამისად, „თორის“ ახალ ნაწილში კვლავ დაბრუნდება, იქამდე კი თომპსონსა და ქრის ჰემსუორთს მაყურებელი კვლავ იხილავს ერთად Men in Black-ის ახალ სერიაში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ფილმი „თორი: რაგნაროკი“ ასგარდელი ღვთაების შესახებ არსებულ ტრილოგიაში საუკეთესო ნაწილად შეფასდა, თანაც ფილმმა შემქმნელებს 850 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]