weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბრაზილიელმა წყვილმა 20 წელში ასეულობით ცხოველისთვის 6 კვ.კმ ტყე გააშენა

15:57 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

1994 წელს, რუანდის გენოციდის შემდეგ, ბრაზილიელი ფოტოგრაფი სებასტიაო სალგადო მშობლიურ ქაკაქ მინას ჟერაისში დაბრუნდა, სადაც აღმოაჩინა, რომ ხეებს ტერიტორიის მხოლოდ 0.5% ეკავათ.

სებასტიაომ მეუღლე ლელიას რჩევა გაითვალისწინა და მასთან ერთად საცხოვრებლის ირგვლივ ტყის გაშენება დაიწყო.

წყვილმა დასაწყისისთვის 25 მუშა იქირავა, შემდეგ კი მეუღლეებს სასიკეთო საქმეში უამრავი მოხალისე დაეხმარა. შედეგად სალგადოების ოჯახმა რეგიონისთვის დამახასიათებელი ტროპიკული ტყე მიიღო.

საბოლოოდ, წყვილმა 300-მდე სახეობის 2 მილიონზე მეტი ნერგი დარგო, რამაც 6 კვ კმ დაფარა. ამჟამად მათი გაშენებული ტყე, სადაც გაქრობის პირას მყოფი ცოცხალი სახეობებიც სახლობენ, პირადი ნაკრძალის სახითაა დაცული.

 

მსგავსი სტატიები:

ცოლ-ქმარმა საკუთარი ნაკრძალის გაშენებას 25 წელი მოანდომა

მამაკაცი, რომელმაც კუნძულზე ტყე მარტომ გააშენა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]