weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ავსტრალიაში 2 მილიონ უპატრონო კატას დახოცავენ

14:22 შაბათი, 27 აპრილი 2019

ავსტრალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მკაცრად ებრძოლოს უპატრონო შინაური კატების პრობლემას, რათა გადაჭრას კონსერვაციასთან დაკავშირებული საკითხები - უპატრონო გაველურებული კატები სხვა სახეობებს ანადგურებენ.

გადაწყვეტილების თანახმად, 2020 წლისთვის მომწამვლელ სოსისებს, რომლებიც კენგურუს ხორცით, ქათმის ცხიმით, სანელებლებითა და სპეციალური მცენარეებისგან იქნება დამზადებული, თვითმფრინავებიდან გადმოყრიან იმ ადგილებში, სადაც კატები მრავლად არიან და ამგვარად ორ მილიონზე მეტ ინდივიდს მოკლავენ. ასევე შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც კატებზე ინადირებს და დაიჭერს.

ოფიციალური ინფორმაციით, ავსტრალიაში მცხოვრებმა გაველურებულმა შინაურმა კატებმა ოცამდე ენდემური სახეობა გააქრეს.

 

მსგავსი სტატია:

კენგურუ: დასაცავი ეროვნული სიმბოლო თუ მავნებელი გასანადგურებელი ცხოველი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]