მაისი 22, 2019
weather cur horoscope tv

მარადონაზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმს კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ

00:22 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019 hits 66

ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონას შესახებ ახალი დოკუმენტალური ფილმი გამოვა - მისი ჩვენება კანის კინოფესტივალზე, კონკურსგარეშე შედგება. ფილმის ავტორი „ალი და ნინოს“ რეჟისორი, ბრიტანელი ოსკაროსანი დოკუმენტალისტი ასიფ კაპადია გახლავთ, რომელსაც უმუშავია აირტონ სენასა და ემი ვაინჰაუსზე შექმნილ წარმატებულ დოკუმენტურ სურათებზე.

დოკუმენტური ფილმი მარადონას კარიერის ზეობასა და დაღმასვლაზე მოგვიყვება. პროექტი თავად მარადონას დახმარებით შეიქმნა და მასში ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის პირად არქივში არსებული აქამდე უცნობი კადრები იქნება გამოყენებული.

დიეგო მარადონაზე უკვე არსებობს 2007 წელს გამოსული ნაკლებად პოპულარული იტალიური ბიოგრაფიული მხატვრული ფილმი „მარადონა: ღმერთის ხელი“ და ემირ კუსტურიცას 2008 წლის ცნობილი დოკუმენტური სურათი - Maradona by Kusturica. ამჟამად კი კომპანია „ამაზონი“ მხატვრულ-ბიოგრაფიულ სერიალზე მუშაობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]