weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ქრისტოფ ვალცი და ლუი გარელი ვუდი ალენის ახალ ფილმში ითამაშებენ

14:19 შაბათი, 08 ივნისი 2019

უკანასკნელ ფილმთან დაკავშირებული სკანდალების მიუხედავად, 83 წლის აღიარებული სცენარისტი და რეჟისორი ვუდი ალენი ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება. რეჟისორის რიგით 51-ე ფილმში მთავარ როლებს ორგზის ოსკაროსანი ქრისტოფ ვალცი და ფრანგი ვარსკვლავი ლუი გარელი ითამაშებენ.

ხსენებული მსახიობების გარდა ჯერჯერობით უსათაურო ფილმში მაყურებელი ასევე იხილავს ჯინა გერშონს, ელენა ანაიასა და სერხი ლოპესს.

სიუჟეტის მიხედვით, ამერიკელი ცოლ-ქმარი სან-სებასტიანის ფესტივალზე მიემგზავრება, სადაც ორივე მათგანს ახალი სიყვარული ეწვევა.

რომანტიკული ჟანრის სურათის წარმოებით კომპანია Mediapro დაკავდება, რომელთან ერთადაც ოთხი ოსკარის მფლობელმა კინომაესტრომ იმუშავა ფილმებზე: „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ და „შუაღამე პარიზში“.

რაც შეეხება ვუდი ალენის წინა ფილმს, რომლის სახელია „წვიმიანი დღე ნიუ იორკში“, იგი რილიზთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად კინოგაქირავებაში ოქტომბრიდან ჩაეშვება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]