weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ვუდი ალენი „ამაზონს“ სასამართლოში უჩივის

14:32 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

ვეტერანი სცენარისტი და რეჟისორი ვუდი ალენი სტუდია „ამაზონს“, რომელთან ერთადაც ბოლო ფილმებზე იმუშავა, ნიუ იორკის სასამართლოში უჩივის და 68 მილიონ დოლარს ედავება.

ოთხი ოსკარის მფლობელი კინოხელოვანი „ამაზონს“ მისი ახალი ფილმის გამოსვლის გადადებისა და ზარალის გამო ედავება. მისი თქმით, კომპანიამ არ აუხსნა, თუ რატომ არ გამოვიდა ფილმი სათაურად „წვიმიანი დღე ნიუ იორკში“ (A Rainy Day in New York), რომლის პრემიერა გეგმის მიხედვით, უკვე უნდა გამართულიყო.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტუდიებმა ხსენებული ფილმის გამოშვება ვუდი ალენის ირგვლივ არსებული მორიგი სკანდალის გამო გადაიფიქრეს და უცნობია, თუ რა ბედი ეწევა რეჟისორის ახალ რომანტიკულ კომედიას. მოგეხსენებათ, რეჟისორის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ძველი ბრალდებების გამო ბოლო პერიოდში ახალი ტალღა აგორდა.

ვუდი ალენის რიგით 50-ე ფილმში მთავარ როლებს ახალგაზრდა ვარსკვლავები, სელენა გომესი და ტიმოტე შალამე ასრულებენ. ორივე მსახიობმა სკანდალის საპასუხოდ ფილმისთვის აღებული ჰონორარი ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია Time’s Up-ის ფონდში გადარიცხა.

უამრავმა კინოხელოვანმა ვუდი ალენთან თანამშრომლობა გაწყვიტა, ზოგმა მსახიობმა რეჟისორთან მუშაობას შეცდომა უწოდა, ხავიერ ბარდემმა მხარი დაუჭირა, პენელოპე კრუსმა კი ბრალდების საქმეზე ხელახალი გამოძიება მოითხოვა.

 

ამ თემაზე:

ვუდი ალენს მისი ჰარვი ვაინშტაინთან შედარება სწორად არ მიაჩნია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]