weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„შეუსრულებელი მისიის“ გადაღებები ტომ კრუზის ტრავმის გამო შეწყდა

10:56 შაბათი, 19 აგვისტო 2017

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ტომ კრუზმა, რომელიც როგორც წესი დუბლიორის დახმარებაზე უარს ამბობს და ტრიუკებს თავად ასრულებს, „შეუსრულებელი მისიის“ მე-6 სერიის გადაღებებზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ფილმის წარმოება გაურკვეველი დროით შეჩერდა.

გადასაღებ მოედანზე მსახიობი წარუმატებლად გადახტა შენობის ერთი სახურავიდან მეორეზე, რა დროსაც ტერფი ორ ადგილას გაიტეხა და ბარძაყი დაიზიანა.

ფილმის გადაღებები ექვსი კვირიდან სამ თვემდე ვადით გადაიდო, თუმცა ასევე არის საუბრები იმის შესახებ, რომ გადაღების პროცესი დათქმულ ვადაში ჩაივლის, თუკი ტომ კრუზის სცენებს ბოლოს გადაიღებენ. მსახიობის ტრავმამ შესაძლოა ხელი ასევე შეუშალოს ფილმ Top Gun-ის სიკველზე მუშაობას.

„შეუსრულებელი მისიის“ მე-6 სერიის რეჟისორი წინა ნაწილის მსგავსად ოსკაროსანი სცენარისტი და რეჟისორი ქრისტოფერ მაკკუორია. ფილმში, რომლის პრემიერის თარიღად 2018 წლის 27 ივლისი იყო დანიშნული, ტომ კრუზის გარდა მონაწილეობენ მსახიობები წინა სერიებიდან: რებეკა ფერგიუსონი, საიმონ პეგი, ვინგ რეიმსი, ალეკ ბოლდუინი, შონ ჰარისი და მიშელ მონაჰანი, აგრეთვე ახალი სახეები ფრანშიზაში: ჰენრი კავილი, ანჯელა ბასეტი და ვანესა კირბი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]