2017 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მამაკაცი მსახიობი მარკ უოლბერგია
ემა სტოუნის მაღალი შემოსავლის მთავარ წყაროს გასული წლის წარმატებული კინომოვლენა „ლა ლა ლენდი“ წარმოადგენდა, რომელმაც მსახიობს ოქროს გლობუსსა და ოსკართან ერთად მილიონობით შემოსავალიც მოუტანა.
სიაში მეორე ადგილზე ჯენიფერ ენისტონი აღმოჩნდა, წინა ორი წლის პირველადგილოსანი ჯენიფერ ლოურენსი კი ამჯერად მე-3 პოზიციას დასჯერდა.
2017 წლის პლანეტის 10 მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალის სია ასე გამოიყურება:
- ემა სტოუნი - 26 მილიონი $
- ჯენიფერ ენისტონი - 25.5 მილიონი $
- ჯენიფერ ლოურენსი - 24 მილიონი $
- მელისა მაკკართი - 18 მილიონი $
- მილა კუნისი - 15.5 მილიონი $
- შარლიზ ტერონი და ემა უოტსონი - 14 მილიონი $
- ჯულია რობერტსი და კეიტ ბლანშეტი - 12 მილიონი $
- ემი ადამსი - 11.5 მილიონი $