weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანჯელინა ჯოლის ფილმი შესაძლოა ოსკარის ნომინანტი უცხოური ფილმის კატეგორიით გახდეს

11:46 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

ოსკაროსანი მსახიობისა და რეჟისორის, ანჯელინა ჯოლის უახლესი სარეჟისორო ნამუშევარი, რომელიც კამბოჯაში მომხდარ რეალური მოვლენების შესახებაა, შესაძლოა წლევანდელ საოსკარე რბოლაში საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში წარდგენით ჩაერთოს. ფილმს სათაურით „მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს“ (First They Killed My Father), კრიტიკოსები უკვე აფასებენ ანჯელინა ჯოლის საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრად.

კომპანია „ნეტფლიქსის“ კინოპროდუქცია მთლიანად კამბოჯაშია გადაღებული, ადგილობრივი სამსახიობო გუნდით ქჰმერულ ენაზე, ამიტომაც უკვე მიდის საუბარი იმაზე, რომ ანჯელინა ჯოლის რიგით მე-5 რეჟისორული ნამუშევარი კამბოჯის ოფიციალური რჩეული ფილმი იქნება კინოაკადემიაში გასაგზავნად უცხოური ფილმის ნომინაციაში მოხვედრის მიზნით. გასარკვევი მხოლოდ ისაა, კინოაკადემია ფილმს მთლიანად უცხოურ პროდუქციად ჩათვლის თუ არა, რადგან წესების თანახმად აღნიშნულ ნომინაციაზე მოსახვედრად ფილმში ბევრი ინგლისურენოვანი დიალოგი არ უნდა იყოს და იგი იმ ქვეყნის პროდუქციას უნდა წარმოადგენდეს, რომელიც მას კინოაკადემიაში გზავნის.

საქართველოს სახელით ოსკარზე მოსახვედრად „საშიში დედა“ იბრძოლებს

შეგახსენებთ, რომ კამბოჯელი აქტივისტისა და უფლებათა დამცველ ლუნ უნის მემუარზე დაფუძნებული ბიოგრაფიული დრამის პრემიერა წლის დასაწყისში კამბოჯაში გაიმართა. ახლახანს კი ტელურაიდის კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც ფილმის დასრულებას მაყურებლებისგან ფეხზე მდგარი ხანგრძლივი ოვაცია მოჰყვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]