weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ლა ლა ლენდის“ ოსკაროსანი რეჟისორი პარიზში მუსიკალურ სერიალს გადაიღებს

12:30 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოსკაროსანი რეჟისორი თავის საყვარელ ჟანრს უბრუნდება. დამიენ შაზელი ამჯერად სატელევიზიო სივრცეში გადაინაცვლებს და კომპანია „ნეტფლიქსისა“ და IMG-ის მიუზიკლის ჟანრის სერიალის ეპიზოდებს გადაიღებს.

რვა ეპიზოდისგან შემდგარ სერიალ „ედის“ (The Eddy) სიუჟეტი თანამედროვე პარიზში განვითარდება, მთავარი გმირები კი ღამის კლუბის მეპატრონე და კლუბის მუსიკალური ბენდის წევრები იქნებიან. აღსანიშნავია, რომ სერიალი სამენოვანი იქნება და მას ფრანგულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე გადაიღებენ.

სცენარის ავტორი სერიალებით ცნობილი ინგლისერი ჯეკ თორნი იქნება, კომპოზიტორი კი - გლენ ბალარდი, რომელსაც უმუშავია აღიარებულ კინოკომპოზოტორ ალან სილვესტრისთან და ისეთი მუსიკოსების ალბომებზე, როგორებიც არიან ალანის მორისეტი და მაიკლ ჯექსონი.

რაც შეეხება დამიენ შაზელს, ახალგაზრდა სცენარისტ-რეჟისორს პოპულარობა მიუზიკლმა სათაურით Whiplash მოუტანა, შემდეგმა ფილმმა, ასევე მიუზიკლმა „ლა ლა ლენდმა“ კი - კიდევ უფრო დიდი აღიარება და მრავალი კინოჯილდო, მათ შორის - ოქროს გლობუსი და ოსკარი. ამჟამად დამიენ შაზელი ასტრონავტ ნილ არმსტრონგზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღებებითაა დაკავებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]