weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული წიგნის გაყიდვებმა იმატა

12:23 პარასკევი, 06 იანვარი 2017

გერმანელი გამომცემელი ანდრეას ვირშინგი, რომელმაც გასულ წელს ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფია „ჩემი ბრძოლა“ (Mein Kampf) მეცნიერული ანოტაციებითა და აკადემიური კომენტარების დამატებით ხელახლა გამოსცა, აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში წიგნის გაყიდვამ საგრძნობლად მოიმატა.

ამ მომენტისთვის, მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის (Institut für Zeitgeschichte) მიერ 2016 წელს გამოცემული გერმანულენოვანი წიგნის 85 ათასი ეგზემპლარია გაყიდული. ამავე ინსტიტუტის გამომცემელ პროფესორ ვირშინგის თქმით, ამ რიცხვს არავინ ელოდა. იანვრის ბოლოს წიგნის მე-6 ტირაჟით გამოცემა იგეგმება.

ახალ გამოცემას ძველისაგან განსხვავებით, ყდაზე ჰიტლერის პორტრეტი და სვასტიკა კანონის თანახმად არ აქვს და მთლიანად თეთრი ფერისაა. ახალ გამოცემას უკვე მოჰყვა მწვავე კრიტიკა და ნეგატიური რეაქცია სხვადასხვა ებრაული ორგანიზაციების მხრიდან.

„ჩემი ბრძოლა“ ნაცისტური იდეოლოგიის მანიფესტად ითვლება, რომელიც ჰიტლერის უამრავ ანტისემიტურ, ანტიკომუნისტურ და ანტისლავურ გამონათქვამს შეიცავს. წიგნში ავტორი თავის მოღვაწეობასა და 1900-1924 წლებში ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე საუბრობს. „ჩემი ბრძოლა“ პირველად 1925-1926 წლებში გამოიცა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]