weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს, რუს ხელოვნებს მაქსიმ გალკინს და ანდრეი მაკარევიჩს სამინისტროს მიერ უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე.

თბილისში რუსი შოუმენის, მაქსიმ გალკინის და როკ-ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ კონცერტები შესაძლოა აღარ გაიმართოს. როგორც ბილეთების გამყიდველი ონლაინ კომპანია Biletebi.ge-ში აცხადებენ, უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, თუმცა კონცერტების ორგანიზატორს დარბაზმა უარი უთხრა…

საქართველოს კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის - „ბერმუხას“ 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ, გუშინ, 27 ივნისს, დირიჟორ ევგენი მიქელაძის დაბადების 119-ე წლისთავთან დაკავშირებით Facebook-ზე მისი ბიოგრაფია გამოაქვეყნა. სამინისტრომ არ ახსენა ის ფაქტი, რომ მიქელაძე 1937 წელს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მსახიობმა, პაატა გულიაშვილმა დატოვა ტელეკომპანია „ფორმულა“, სადაც „ანეკდოტების შოუს“ წამყვანი იყო. საკუთარი სურვილით ტელეკომპანიის დატოვების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს წელს მხარი აღარ დაუჭირა. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორი გვანცა ჯობავა Facebook-ზე წერს.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვა გაკეთდება. როგორც საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს, სამუშაოები, რომლის მიზანი ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოფხვრაა, დღეიდან დაიწყება და ივნისის…

საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერება“ სეანსები გააუქმა. სეანსები 13 მაისის ჩათვლით კინოს სახლში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც რეჟისორი ამბობს, დღევანდელი სეანსის გარდა, ყველა ჩვენება გაუქმებულია.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში მდებარე აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი გამოაცხადა და 29 661 ლარია გამოყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]