weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„მე ვიცოდი“ - კვენტინ ტარანტინო ჰარვი ვაინშტაინის სექსუალურ სკანდალზე

11:21 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

ორი ოსკარის მფლობელმა სცენარისტმა და რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ, რომელიც თითქმის მთლიანი კარიერის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ჰარვი ვაინშტაინთან, აღიარა, რომ სკანდალური პროდიუსერის ქალების მიმართ ქმედებების შესახებ მისთვის დიდი ხანია ცნობილია.

„მე საკმარისი ვიცოდი იმისთვის, რათა მეტი გამეკეთებინა, ვიდრე გავაკეთე. ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ მოარული ხმები და ჭორები. ეს არ არის მხოლოდ ის, რაც მე სხვებისგან მოვისმინე. ერთი-ორჯერ მე ზუსტად ვიცოდი. ვისურვებდი, ამეღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მაშინ გავიგე. მე რომ ის გამეკეთებინა, რაც საჭირო იყო, მე მასთან მუშაობა აღარ მომიწევდა.“ - განაცხადა ტარანტინომ New York Times-თან ინტერვიუში.

რეჟისორმა საუბრისას ასევე გაიხსენა მისი ყოფილი მეგობარი გოგონა, მსახიობი მირა სორვინო, რომლისგანაც ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან ძალადობის კონკრეტული შემთხვევის შესახებ მოისმინა.

კვენტინ ტარანტინო და ძმები ვაინშტაინები და ხანგრძლივი დროის განმავლობაში თანამშრომლობდნენ და ახლოს მეგობრობდნენ. ჰარვი და ბობ ვაინშტაინები რეჟისორის პრაქტიკულად ყველა ფილმის პროდიუსერები იყვნენ.

ამ ეტაპზე ლოს ანჯელესის პოლიცია 2013 წელს მომხდარ სექსუალური ძალადობის ფაქტს იძიებს, რომელშიც სწორედ ბოლო პერიოდის სკანდალში გახვეულ ჰარვი ვაინშტაინს ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰოლივუდელი პროდიუსერი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში საჯაროდ დაადანაშაულა ორმოცამდე ქალმა, რომელთა კარიერაც კინოს უკავშირდება. თავად პროდიუსერი კი მტკიცედ უარყოფს იმას, რომ მას სექსუალური კავშირი ვინმესთან მეორე მხარის თანხმობის გარეშე ქონია. აღსანიშნავია, რომ მსგავს ძალადობაში ასევე ამხილეს ჰარვი ვაინშტაინის ძმა ბობ ვაინშტაინიც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]