weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„ფორსაჟის“ დასკვნითი სერიების რეჟისორად ჯასტინ ლინი ბრუნდება

17:31 ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ვინ დიზელმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ლაივ-ვიდეოში „ფორსაჟის“ მომდევნო სერიებში რეჟისორ ჯასტინ ლინის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად გააჟღერა. ვინ დიზელისავე თქმით, მე-9 და მე-10 სერიებით სავარაუდოდ „ფორსაჟის“ მთლიანი ფრანშიზაც დასრულდება.

ჯასტინ ლინი, რომელსაც ვინ დიზელმა ფრანშიზის ნათლია და მთელი სერიულობის მითოლოგიის შემქმნელი უწოდა, სწორედ დასკვნით ორ სერიას გადაიღებს. სიურპრიზად გავრცელებულ ლაივ-ვიდეოში ვინ დიზელმა ასევე ისაუბრა მსახიობ ჯორდანა ბრიუსტერის კინოგმირ მია ტორეტოს დაბრუნებაზე.

სტუდია „უნივერსალს“ აღნიშნული ინფორმაციების შესახებ ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობილია, რომ „ფორსაჟის“ სპინ-ოფ ფილმის გამოსვლის გამო, მე-9 სერიის პრემიერა 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ჯასტინ ლინს, ტაივანელმა რეჟისორმა „ფორსაჟის“ აქამდე გამოსული რვა ფილმიდან ოთხი დადგა, ფრანშიზიდან წასვლის შემდეგ კი „ვარსკვლავური გზის“ მე-3 ნაწილი გადაიღო. მის სამომავლო სარეჟისორო პროექტებში ასევე რამდენიმე ცნობილი სერიული ფილმების სიკველებია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]