weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში „ბანქოს სახლზე“ მომუშავე რვა ადამიანმა დაადანაშაულა

21:03 პარასკევი, 03 ნოემბერი 2017

ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში სერიალ „ბანქოს სახლზე“ (House of Cards) მომუშავე გუნდის წევრებმა და კოლეგებმაც დაადანაშაულეს, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს. CNN-ის ინფორმაციით, კევინ სპეისი გადასაღებ მოედანზე უხეშად იქცეოდა და არაკორექტულ გამონათქვამებსაც არ ერიდებოდა.

ბრალდებების მიხევით, კევინ სპეისი ძირითადად ახალგაზრდებით ინტერესდებოდა, რომლებიც კარიერას ახლა იწყებდნენ და შიშისა თუ მსახიობის დიდი გავლენის გამო ჩუმად ყოფნას ამჯობინებდნენ, მათ შორის ერთ-ერთი სერიალის პროდიუსერის თანაშემწე იყო.

„ის გამუდმებით აკეთებდა კომენტარს ჩემი მისამართით, რაც ხშირად უხამსი და არაკოლეგიალური იყო. ვუთხარი, რომ ამის გამო თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი“, - აღნიშნავს პროდიუსერის თანაშემწე.

ბრალმდებელთაგან ერთ-ერთი კი იხსენებს, რომ კევინ სპეისი მას ხშირად ეხებოდა გადასაღებ მოედანზე.

„ის არაერთხელ შემეხო, მოდიოდა და მხარზე ცდილობდა ჩემთვის მასაჟის გაკეთებას, შემდეგ კი ხელს მუცლისკენ აცურებდა“, - ყვება ტელესერიალის გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

შეგახსენებთ, რომ კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში პირველმა ბრალი მსახიობმა და მუსიკოსმა ენტონი რაპმა დასდო, რის შემდეგაც სპეისიმ „ტვიტერის“ საშუალებით ბოდიში საჯაროდ მოიხადა და განაცხადა, რომ გეია.

ცნობილია, რომ სერიალი „ბანქოს სახლი“ კევინ სპეისისთან დაკავშირებული სკანდალის გამო აღარ გაგრძელდება, ხოლო ამერიკის სატელევიზიო აკადემიის გადაწყვეტილებით, „ემის“ საერთაშორისო დაჯილდოებაზე კევინ სპეისის საპატიო ჯილდოს აღარ გადასცემენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]