weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიდლის სკოტის ფილმში კევინ სპეისის ამოჭრილ სცენებს ქრისტოფერ პლამერი შეასრულებს

13:10 ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017

ჰოლივუდის ვარსკვლავ კევინ სპეისის სექს-სკანდალთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოხმაურებებსა და პრობლემებს კიდევ ერთი შეემატა - აღიარებულ რეჟისორის, რიდლი სკოტის უახლესი ფილმიდან სათაურით „მთელი მსოფლიოს ფული“ (All the Money in the World), კევინ სპეისის მიერ შესრულებულ ყველა სცენას ამოჭრიან და მათ ვეტერანი ოსკაროსანი მსახიობით, ქრისტოფერ პლამერით ხელახლა გადაიღებენ.

გადაწყვეტილება თავად რეჟისორმა და იმ კომპანიამ (Imperative Entertainment) მიიღეს, რომელმაც რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმის შექმნა ფინანსურად უზრუნველყო.

ქრისტოფერ პლამერი კევინ სპეისის, ცნობილ ამერიკელ მილიონერ ჟან პოლ გეტის როლზე ჩაანაცვლებს. გადაღებები მომდევნო კვირებში იგეგმება. ცნობილია, რომ კევინ სპეისიმ თავისი სცენების გადაღება ორ კვირაში მოახერხა. ე.წ. რიშუთში ჩართულნი ასევე იქნებიან მარკ უოლბერგი და მიშელ უილიამსი, რომლებიც აღნიშნულ სურათში მთავარ როლებს ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფილმი, რომელიც 1973 წელს მომხდარი გახმაურებული კრიმინალური ისტორიის შესახებაა, რამდენიმე დღის წინ კევინ სპეისისთან დაკავშირებული სკანდალის გამო AFI-ს კინოფესტივალიდან მოხსნეს და მისი ე.წ. საოსკარე რბოლაში მონაწილეობა პრესტიჟული კინოჯილდოების ნომინაციებში მოხვედრის მიზნით, ოფიციალურად დასრულებულია.

ფილმის პრემიერა 22 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]