weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„ვარსკვლავური ომების“ კინოსამყარო ახალი ტრილოგიით გაფართოვდება

22:23 პარასკევი, 10 ნოემბერი 2017

სცენარისტი და რეჟისორი რაიან ჯონსონი სტუდიების, „დისნეისა“ და Lucasfilm-ის დაკვეთით, დაწერს და გადაიღებს ახალ კინოტრილოგიას, რომელიც კოსმოსური საგა „ვარსკვლავური ომების“ ვრცელი კინოსამყაროს შემადგენელი ნაწილი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, სრულიად ახალი კინოისტორიების სიუჟეტი სხვა გალაქტიკაში განვითარდება, ახალი მთავარი გმირები კი მაყურებლისთვის უცხო და უცნობი იქნება.

შეგახსენებთ, რომ რაიან ჯონსონმა „ვარსკვლავური ომების“ მე-8 ეპიზოდი სათაურით „უკანასკნელი ჯედაი“ გადაიღო, რომლის პრემიერაც 15 დეკემბერს შედგება.

აღსანიშნავია, რომ დაანონსებული ახალი ტრილოგიის რაიან ჯონსონის მიერ შექმნით, სტუდიებმა რეჟისორს უდიდესი ნდობა გამოუცხადეს, რადგან ცნობილია, რომ იგივე პროდიუსერებმა მიმდინარე წელს „ვარსკვლავური ომების“ ორი სხვა კინოპროექტიდან კრეატიული შეუთავსებლობის გამო დაითხოვეს რეჟისორები: ჯერ ფილ ლორდი და ქრის მილერი, შემდეგ კი - კოლინ ტრევოროუ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]