weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქრისტოფერ პლამერის პირველი კომენტარი კევინ სპეისის ჩანაცვლების შესახებ

13:47 სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017

ვეტერანმა ოსკაროსანმა მსახიობმა ქრისტოფერ პლამერმა რეჟისორ რიდლი სკოტის ახალ ფილმში კევინ სპეისის კინოპერსონაჟის სცენების ახლიდან გადაღებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. 87 წლის მსახიობმა კევინ სპეისის სექს-სკანდალსა და მისი როლის ჩანაცვლებაზე ნიუ იორკში, ჟურნალ Vanity Fair-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ძალზე სევდიანი ამბავია, რაც მას შეემთხვა. კევინი მაღალის დონის საოცრად ნიჭიერი მსახიობია და ეს ამბავი ძალიან საწყენია, ძალიან დიდი სირცხვილია. ესაა რისი თქმაც მინდა, რადგან სულ ესაა.“ - აღნიშნა პლამერმა.

რაც შეეხება ქრისტოფერ პლამერის მიერ კევინ სპეისის ამოჭრილი სცენების თამაშს, ასაკოვანმა ვარსკვლავმა შემდეგი განმარტება გააკეთა.

„ეს ნამდვილად არაა მისი ჩანაცვლება, არამედ ეს სრულიად ახალი დასაწყისია, თუმცა ეს სიტუაცია ძალიან საწყენია. ძალიან დამამწუხრა იმან, რაც კევინს შეემთხვა, მაგრამ მე რა შემიძლია გავაკეთო?! მე როლი მივიღე. ვაფასებ რიდლი სკოტს და უკვე მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად ვიმუშავებ. ის მოვიდა, შემომთავაზა და დავთანხმდი. მასთან თანამშრომლობა მინდოდა, სცენარიც მომეწონა, საოცარი სცენარია.“ - განაცხადა ქრისტოფერ პლამერმა.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი ვარაუდით, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმის სცენების ახლიდან გადაღება შემქმნელებს 10 მილიონი დოლარი დაუჯდებათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]