weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კენეტ ბრანა აგათა ქრისტის კიდევ ერთი ნაწარმოების ეკრანიზაციას გადაიღებს

15:15 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

სტუდია „ფოქსმა“ აგათა ქრისტის კიდევ ერთი დეტექტიური რომანის ეკრანიზაცია გადაწყვიტა, რისი მიზეზიც მიმდინარე თვეს გამოსული ფილმის - „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, მსოფლიო კინოგაქირავებაში მოპოვებული კომერციული წარმატებაა.

მორიგი რომანი, რომელსაც კინოეკრანზე კვლავ ოსკარის ხუთგზის ნომინანტი კენეტ ბრანა გადაიტანს და მასში კიდევ ერთხელ განასახიერებს მწერლის მიერ გამოგონილ ცნობილ პერსონაჟს, ბელგიელ დეტექტივ ერკიულ პუაროს, „სიკვდილი ნილოსზე“ გახლავთ. ახალ ეკრანიზაციაში ბრანას მსგავსად დაბრუნდება ადაპტირებული სცენარის ავტორი მაიკლ გრინი (Green Lantern, Logan, Alien: Covenant, Blade Runner 2049).

აღსანიშნავია, რომ „სიკვდილი ნილოსზე“, ისევე როგორც „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, აქამდე უკვე იყო ფილმად გადაღებული - ნილოსზე არსებულ სამგზავრო გემზე მომხდარი მკვლელობის პირველი კინოისტორია 1978 წელს გამოვიდა, მთავარი გმირის როლი კი პიტერ უსტინოვმა შეასრულა.

რაც შეეხება მიმდინარე ბოქს-ოფისში ფილმის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ კომერციულ წარმატებას, 55-მილიონდოლარიანი ბიუჯეტის მქონე სურათმა უკვე 150 მილიონი დოლარის მოგება შეძლო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]