weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბრაიან სინგერი „ბოჰემური რაფსოდიის“ გადაღებებიდან მოხსნეს

11:31 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

ჰოლივუდელი რეჟისორი ბრაიან სინგერი ფრედი მერკურისა და როკ-ჯგუფ Queen-ის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის, „ბოჰემური რაფსოდიის“ (Bohemian Rhapsody) გადაღებებზე მუშაობის შუა პროცესიდან მოკვეთეს.

რეჟისორის გათავისუფლების მიზეზი გადაღებების პერიოდში მისივე მუდმივი დაგვიანებები, გაცდენები და მთავარი როლის შემსრულებელ რამი მალექთან კონფლიქტი გახდა.

რამდენიმე დღის წინ, ფილმის შემქმნელებმა ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელეს იმის შესახებ, რომ ფილმის წარმოება სწორედ ბრაიან სინგერის გაუჩინარების გამო შეჩერდა, რაც მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობით იყო გამოწვეული, ლონდონში მიმდინარე გადაღებებზე კი რეჟისორის სავარძელი დროებით ფილმის მთავარმა ოპერატორმა თომას ნიუტონ სიგელმა დაიკავა.

ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ბრაიან სინგერის მხრიდან გრაფიკისა და დისციპლინის რამდენჯერმე დარღვევის გამო წარმოშობილი უთანხმოება მას და მსახიობ რამი მალექს შორის ჩხუბში გადაიზარდა და რეჟისორმა მთავარი გმირის შემსრულებელს საგანიც ესროლა.

აღსანიშნავია, რომ ბრაიან სინგერის მხრიდან მსგავსი პრობლემები მის სხვა ფილმებსაც ჰქონდა: რეჟისორი „სუპერმენის დაბრუნებისა“ და „იქს-ადამიანები: აპოკალიფსის“ გადაღებებზეც არღვევდა რეჟიმს.

ბრაიან სინგერმა ფილმში როკ-ჯგუფ Queen-ის შემადგენლობა ჩამოაყალიბა

ცნობილია, რომ ბრაიან სინგერმა ფილმის ნახევარზე მეტის გადაღება მოასწრო, ხოლო ვინ დაასრულებს ხსენებულ ბიოგრაფიულ დრამაზე მუშაობას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. „ბოჰემური რაფსოდიის“ პრემიერა 2018 წლის 25 დეკემბერსაა დაგეგმილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]