weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კვენტინ ტარანტინო და ჯ.ჯ. აბრამსი „ვარსკვლავური გზის“ ახალ სერიაზე იმუშავებენ

14:18 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

ორი ოსკარის მფლობელი სცენარისტი და რეჟისორი, კვენტინ ტარანტინო და ცნობილი რეჟისორი და პროდიუსერი, ჯეფრი ჯეიკობ აბრამსი, პოპულარული კოსმოსური ფრანშიზა „ვარსკვლავური გზის“ (Star Trek) ახალი სერიის სცენარზე ერთად მუშაობას გეგმავენ.

ტარანტინომ, რომელიც აღნიშნული ფრანშიზის უდიდესი მოყვარულია, საკუთარი იდეები ჯ.ჯ. აბრამსს გაუზიარა, რომელმაც „ვარსკვლავური გზის“ ე.წ. რიბუთის წარმატებული პირველი და მეორე ნაწილები გადაიღო, მესამე სერიაში პროდიუსერის ამპლუაში იყო და დაანონსებულ მეოთხე ფილმშიც ასევე ფილმის წარმოებაზე მუშაობა დაევალა. რაც შეეხება აბრამსის სამომავლო რეჟისორულ ნამუშევარს, ის „ვარსკვლავური ომების“ მე-9 ეპიზოდი იქნება.

სტუდია „პარამაუნტის“ პროექტისთვის აღნიშნული დუეტი სცენარისტებს შეარჩევენ, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტარანტინოს „ვარსკვლავური გზის“ ხსენებული სიკველის გადაღებაც სურს. რეჟისორს აქამდეც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არჩევანის შემთხვევაში, „ვარსკვლავური გზის“ სერიას უფრო გადაიღებდა, ვიდრე - „ვარსკვლავური ომებისას“.

აქვე გეტყვით, რომ კვენტინ ტარანტინოს უახლესი ფილმის პრემიერა 2019 წლის 9 აგვისტოს შედგება - მსახიობ შერონ ტეიტის სასტიკი მკვლელობიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ. რეჟისორის რიგით მეცხრე კინოსურათი სწორედ გახმაურებულ კრიმინალურ ისტორიაზე იქნება ნაწილობრივ დაფუძნებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]