weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Linkin Park-მა ჩესტერ ბენინგტონის სიკვდილის შემდეგ მორიგი კლიპი გამოუშვა

14:25 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

პოპულარულმა ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Linkin Park, ჩესტერ ბენინგტონის თვითმკვლელობის შემდეგ კიდევ ერთი კლიპი გამოუშვა. ახალი ვიდეოკლიპი ჯგუფის ყოფილი წამყვანი ვოკალისტის ლაივ-გამოსვლის კადრებისგანაა შექმნილი.

ჩესტერ ბენინგტონის შავ-თეთრი კადრებისგან შემდგარი კლიპი ლაივ-ვერსიაა სიმღერისა სახელწოდებით “Crawling”, რომელიც ჯგუფის პირველ ალბომში (Hybrid Theory) იყო შესული.

„ამ საკონცერტო ალბომს ჩვენ ძმას, ჩესტერს ვუძღვნით, რომელმაც One More Light Live-ში მთელი გული და სული ჩადო“, - განაცხადეს Linkin Park-ის წევრებმა.

შეგახსენებეთ, რომ Linkin Park-ის ბოლო ალბომი (One More Light) მაისში გამოვიდა, სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა კი ივლისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალების შემდეგ ჯგუფმა პირველი კლიპი სწორედ მუსიკოსის ხსოვნას მიუძღვნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]