weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სტუდია „სონიმ“ დენიელ კრეიგის შემცვლელი იპოვა

16:38 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

შვედი მსახიობი სვერირ გუდნასონი ცნობილ ლიტერატურულ პერსონაჟს, ჟურნალისტ მიკაელ ბლუმკვისტს განასახიერებს სტუდია Sony Pictures-ის ფილმში „გოგონა ობობას ქსელში“ (A Girl in the Spider’s Web), რომელიც თანამედროვე შვედი მწერლის, დავიდ ლაგერკრანცის ამავე სახელწოდების მქონე ბესტსელერის ეკრანიზაცია იქნება.

ცნობილია, რომ ხსენებულ ფილმში მეორე მთავარ როლს ბრიტანელი ახალგაზრდა ვარსკვლავი კლერ ფოი შეასრულებს, რომელიც პერსონაჟ ლისბეთ სალანდერის იმიჯს მოირგებს.

პერსონაჟ მიკაელ ბლუმკვისტის როლი აქამდე აწგარდაცვლილ შვედ მსახიობ მიკაელ ნიუკვისტსა და ბრიტანელ ვარსკვლავ დენიელ კრეიგს აქვთ შესრულებული, შესაბამისად - შვედურ კინოტრილოგიასა და ჰოლივუდურ ეკრანიზაციაში. რაც შეეხება სვერირ გუდნასონს, შვედი მსახიობი მაყურებელმა წელს გამოსული სპორტული ბიოგრაფიული ფილმით „ბორგი-მაკენროი“ გაიცნო.

ახალი სერიის სიუჟეტის მიხედვით, მთავარ გმირებს, ჰაკერ ლისბეთ სალანდერსა და გამომძიებელ ჟურნალისტ მიკაელ ბლუმკვისტს კიბერ-კრიმინალებისა და კორუმპირებულ პოლიტიკოსთა ჯაშუშური ქსელის წინააღმდეგ მოუწევთ მუშაობა.

ფილმის რეჟისორი ურუგვაელი ფედე ალვარესი იქნება, გადაღებები იანვარში, ბერლინსა და სტოკჰოლმში დაიწყება, პრემიერა კი 2018 წლის 19 ოქტომბერს შედგება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გამოქვეყნებული რომანი „გოგონა ობობას ქსელში“ (შვედურ ორიგინალში ჰქვია: „ის, რაც არ გვკლავს“ - Det som inte dödar oss) ბესტსელერი რომანების სერია „მილენიუმის“ შემადგენელი მეოთხე ნაწილია. პოპულარული პირველი ტრილოგიის ავტორი შვედი მწერალი სტიგ ლარსონი იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ ახალი სერია დავიდ ლაგერკრანცმა დაწერა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]