„სხვა ადამიანებთან შედარებით, ბევრი ტალანტი არ მაქვს. სიმართლე რომ ვთქვა, ნიჭი წარმატების მხოლოდ 30%-ია, დანარჩენი კი თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობაა“ – განაცხადა ედ შირანმა.
26 წლის მუსიკოსმა მიღებული საპატიო ჯილდოს აღების შემდეგ, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში გამოსვლის სურვილი გამოთქვა.
ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, სხვადასხვა აღიარებებსა და მუსიკალურ დაჯილდოებებს შორის, ედ შირანს 60-მდე პრიზი, მათ შორის გრემის 2 ჯილდო აქვს მოპოვებული.