იგივე მიზეზით, მსგავსი გადაწყვეტილება ოქროს გლობუსების დაჯილდოების ცერემონიისთვისას მიიღეს - დაჯილდოვებაზე მყოფ ყველა ქალს (ნომინანტებსაც და პრეზენტერებსაც) მხოლოდ შავი ფერის სამოსი ეცმებათ.
მსახიობთა გილდიის დაჯილდოვების რიგით 24-ე ცერემონია 21 იანვარს გაიმართება. პირველად არსებობის ისტორიაში, აღნიშნულ ცერემონიას წამყვანი ეყოლება და ის ახალგაზრდა მსახიობი კრისტენ ბელი იქნება. ცერემონიაზე ვეტერანი კინოვარსკვლავი მორგან ფრიმენი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება.