weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2020

სექსუალურ ძალადობაზე პროტესტის ნიშნად „ოქროს გლობუსებზე“ ქალ მსახიობებს შავები ეცმებათ

14:55 შაბათი, 16 დეკემბერი 2017 hits 1130

ბოლო პერიოდში ჰოლივუდის გახმაურებული სექსუალური სკანდალების გამო, ოქროს გლობუსის მოახლოებულ დაჯილდოვებას ქალი მსახიობები პროტესტის ნიშნად შავი ფერის სამოსით დაესწრებიან.

სხვადასხვა წყაროების თანახმად, ოქროს გლობუსებზე ნომინირებულ ქალ მსახიობებს, ასევე იმ ქალ პრეზენტერებს, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულებს გამოაცხადებენ, შავები ეცმებათ.

ცნობილია ოქროს გლობუსების ნომინანტები

გავრცელებული ინფორმაციით, ოქროს გლობუსების გარდა, ამ სახის პროტესტი ასევე გაგრძელდება მის შემდეგ გასამართ ყველა პრესტიჟულ კინოდაჯილდოვებაზე და საბოლოოდ ოსკარების ცერემონიაზე დასრულდება.

ოქროს გლობუსის რიგით 75-ე დაჯილდოვება 7 იანვარს ბევერლი ჰილზში, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება, მისი წამყვანი კი ცნობილი კომიკოსი, ტელეწამყვანი და პოლიტიკური მიმომხილველი სეთ მაიერსი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალი დასდეს გავლენიან პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს, კომიკოს ლუი სი კეის, რეჟისორსა და პროდიუსერ ბრეტ რეტნერს, დასტინ ჰოფმანს, ჯეფრი ტემბორს და სხვა მსახიობებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]