ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი გრემ ნორტონი BBC-ის რადიოსთვის ინტერვიუში 78 წლის მსახიობს სწორედ „ბეჭდების მბრძანებელსა“ და მის ცნობილ პერსონაჟზე ესაუბრა.
„თანხმობა არ მითქვამს, რადგან არავის არაფერი უთხოვია, მაგრამ გგონიათ სხვა ვინმე ითამაშებს ამ როლს?! გენდალფი 7000 წელზე დიდია, ჰოდა არც მე ვარ ძალიან მოხუცი.“ - განმარტა იან მაკკელენმა.
სერიალის ქასთინგსა და სხვა დეტალებზე ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი, ოფიციალური კომენტარი მსახიობების შესახებ შემქმნელების მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ცნობილი ისაა, რომ ენდი სერკისმა უარი განაცხადა პერსონაჟ გოლუმის ხელახლა თამაშზე. ბრიტანელი მსახიობის თქმით, შუამიწეთის საგა მისთვის უკვე დასრულებულია.
შეგახსენებთ, რომ იან მაკკელენის მიერ 6 მხატვრულ ფილმში შესრულებული გენდალფის როლი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საკულტო კინოპერსონაჟად ითვლება. მსახიობმა სულ პირველ კინოსერიაში („ბეჭდის საძმო“) განსახიერებული კეთილი ჯადოქრის როლისთვის ოსკარზე ნომინაციაც მოიპოვა.