weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

იან მაკკელენმა გენდალფის როლის შესრულება „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალშიც მოისურვა

10:36 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

ოსკარის ორგზის ნომინანტმა ვეტერანმა ბრიტანელმა მსახიობმა, სერ იან მაკკელენმა სურვილი გამოთქვა, კიდევ ერთხელ შეასრულოს „ბეჭდების მბრძანებლის“ ცნობილი პერსონაჟის, ჯადოქარი გენდალფის როლი „ამაზონის“ მიერ დაანონსებულ სერიალში, რომელსაც ტოლკინის ეპიკური ტრილოგიის მიხედვით გადაიღებენ.

ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი გრემ ნორტონი BBC-ის რადიოსთვის ინტერვიუში 78 წლის მსახიობს სწორედ „ბეჭდების მბრძანებელსა“ და მის ცნობილ პერსონაჟზე ესაუბრა.

„თანხმობა არ მითქვამს, რადგან არავის არაფერი უთხოვია, მაგრამ გგონიათ სხვა ვინმე ითამაშებს ამ როლს?! გენდალფი 7000 წელზე დიდია, ჰოდა არც მე ვარ ძალიან მოხუცი.“ - განმარტა იან მაკკელენმა.

სერიალის ქასთინგსა და სხვა დეტალებზე ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი, ოფიციალური კომენტარი მსახიობების შესახებ შემქმნელების მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ცნობილი ისაა, რომ ენდი სერკისმა უარი განაცხადა პერსონაჟ გოლუმის ხელახლა თამაშზე. ბრიტანელი მსახიობის თქმით, შუამიწეთის საგა მისთვის უკვე დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ იან მაკკელენის მიერ 6 მხატვრულ ფილმში შესრულებული გენდალფის როლი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საკულტო კინოპერსონაჟად ითვლება. მსახიობმა სულ პირველ კინოსერიაში („ბეჭდის საძმო“) განსახიერებული კეთილი ჯადოქრის როლისთვის ოსკარზე ნომინაციაც მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]