weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

2017 წლის 20 საუკეთესო ფილმი - Empire

11:40 სამშაბათი, 09 იანვარი 2018

პოპულარულმა ბრიტანულმა ყოველთვიურმა ჟურნალმა Empire, გასული წლის საუკეთესო ფილმები დაასახელა.

ჟურნალის სიის სათავეში 2017 წლის ერთ-ერთი გახმაურებული ფილმი, რეჟისორ ჯორდან პილის ფსიქოლოგიური თრილერი Get Out მოექცა. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ოქროს გლობუსის ნომინანტმა ფილმმა, რომელიც პოპულარულ ვებგვერდ Rotten Tomatoes-ის საუკეთესო ფილმთა სიაშიც პირველ ადგილზე გავიდა, წლის განმავლობაში არაერთი აღიარება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ Empire-ის სიაში ასევე მოხვდა 2016 წლის ოთხი ფილმი, რომლებსაც რილიზი დიდ ბრიტანეთში გასულ წელს ჰქონდა.

2017 წლის გამორჩეულ ფილმებს შორის სიურპრიზი შეიძლება ეწოდოს ისეთი ფილმების მოხვედრას, როგორებიცაა: პოლიტიკური სატირა „სტალინის სიკვდილი“ (The Death of Stalin), საბავშვო კომედია „პედინგტონი 2“, ბრიტანული გეი-დრამა „ღმერთის საკუთარი ქვეყანა“ (God’s Own Country) და საშინელებათა ჟანრის ჰიტი „უმი“ (Raw), რომელიც ამერიკულმა გასართობმა ჟურნალმა Rolling Stone, 2017 წლის ყველაზე პოპულარულ საშინელებათა ფილმად დაასახელა.

ჟურნალ Empire-ის მიხედვით, 2017 წელს გამოსული საუკეთესო 20 ფილმისგან შემდგარი სია ასეთია:

  1. Get Out
  2. Blade Runner 2049
  3. La La Land
  4. Moonlight
  5. The Death of Stalin
  6. Dunkirk
  7. God’s Own Country
  8. Logan
  9. The Handmaiden
  10. Call Me by Your Name
  11. The Big Sick
  12. Thor: Ragnarok
  13. Paddington 2
  14. War for the Planet of the Apes
  15. Manchester by the Sea
  16. Baby Driver
  17. Raw
  18. The Florida Project
  19. The Lost City of Z
  20. Mother!
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]