weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

Rolling Stone-მა წლის საუკეთესო საშინელებათა ფილმების ათეული გამოაქვეყნა

15:06 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

ამერიკულმა გასართობმა ჟურნალმა Rolling Stone 2017 წლის ყველაზე პოპულარული საშინელებათა ფილმები გამოავლინა. რეიტინგის სათავეში რეჟისორ ჟულია დიუკორნოს ფრანგულ-ბელგიური ფილმი „უმი“ (Raw / Grave) განთავსდა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა და წლის განმავლობაში რამდენიმე ჯილდოს მოპოვებაც შეძლო. სტატისტიკის თანახმად, მისი ყურების დროს ყველაზე მეტი ადამიანი გახდა შეუძლოდ.

მეორე ადგილზე წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მიჩნეული Get Out განთავსდა, რომელიც AFI-ს წლი საუეკთესო ფილმების ათეულში მოხვდა და ოქროს გლობუსებისთვისაც იბრძოლებს.

ათეულში ასევე მოხვდა დარენ არონოვსკის გახმაურებული ფილმი „დედა!“, რომელიც რეიტინგის მეათე პოზიციაზე განთავსდა.

2017 წლის საშინელებათა ფილმების ათეული ჟურნალ Rolling Stone-ის მიხედვით:

  1. Raw
  2. Get Out
  3. Hounds of Love
  4. Killing Ground
  5. The Blackcoat's Daughter
  6. Split
  7. It Comes at Night
  8. The Devil’s Candy
  9. Super Dark Times
  10. Mother!

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]