weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რობერტ დე ნირომ ტრამპს „დამპალი იდიოტი“ უწოდა

16:07 ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018

ორი ოსკარის მფლობელმა ლეგენდარულმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ კინკრიტიკოსთა ეროვნული საბჭოს დაჯილდოებაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტს „დამპალი იდიოტი“ და „მთავარი უქნარა“ უწოდა.

დე ნირომ, რომელმაც ჯილდო მერილ სტრიპს გადასცა სტივენ სპილბერგის ახალი პოლიტიკური თრილერისთვის The Post, სიტყვით გამოსვლისას დრო იხელთა და დონალდ ტრამპის გასაკრიტიკებლად შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა.

„ფილმის ცქერა შთამბეჭდავი იყო. აღწერილი რეალური ამბავი 50 წლის წინ მოხდა, მაგრამ დღევანდელ დღესთან აშკარად უამრავი პარალელი ივლება - პრეზიდენტი ეს დამპალი იდიოტი გვყავს, დამპალი შტერი და მთავარი უქნარა. ფილმმა პრეზიდენტ ნიქსონის ცუდი, ნარცისტული, შურიანი და სულელური შეხედულებები დაგვანახა, ოჰ, ძველი კარგი დღეები“ - განაცხადა 74 წლის ვარსკვლავმა.

ცნობილია, რომ რობერტ დე ნირო დონალდ ტრამპისადმი უაღრესად მწვავე კრიტიკით აქამდეც გამოირჩეოდა და ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტად გახდომამდე მის მიმართ არაერთი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარი აქვს გაკეთებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]