weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებს

11:28 შაბათი, 13 იანვარი 2018

ჰოლივუდის ოსკაროსანი ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო დათანხმდა მთავარი როლის შეასრულებას ორი ოსკარის მფლობელ სცენარისტისა და რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს ახალ პროექტში, რომელშიც მოქმედება 1969 წლის ზაფხულში, ჩარლზ მენსონის სექტის გახმაურებული მკვლელობების ფონზე განვითარდება.

ცნობილი გახდა კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის სიუჟეტის დეტალები

ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმი, რომელშიც დიკაპრიო მსახიობის როლს შეასრულებს, „გათავისუფლებული ჯანგოს“ შემდეგ მისი და ტარანტინოს მეორე თანამშრომლობა იქნება.

როგორც უკვე ცნობილია, მენსონის დაჯგუფების მიერ მხეცურად მოკლული მსახიობის, შერონ ტეიტის როლზე მარგო რობი განიხილება, დიკაპრიოს კი თავის მხრივ პარტნიორობას ბრედ პიტი ანდა ტომ კრუზი გაუწევს, რომელთა კინოგმირიც დიკაპრიოს პერსონაჟის დუბლიორი კასკადიორი იქნება.

ტარანტინოს ახალი ფილმი 2019 წლის 9 აგვისტოს, ანუ ხსენებული მკვლელობის 50 წლისთავზე გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]